Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქობულია: შეიძლება ხალხს აქვს განცდა, რომ უჭირთ, მაგრამ ეს ასე არ არის


საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, ქვეყანაში მოსახლეობის ცხოვრების დონე ყოველთვიურად უმჯობესდება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში, 20 დეკემბერს განაცხადა: „აბსოლუტურად არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომ ხალხს უფრო და უფრო უჭირს, ეს არ არის მართალი და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი. ეს არის სტატისტიკა და ფაქტები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც არ არის ჩვენი მოგონილი, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესწავლილი ფაქტები და სტატისტიკა, რომ ჩვენ ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მთავრობის დამსახურება, ეს არის იმის, რომ ჩვენ მივდივართ ბევრი მიმართულებით, ძალიან კარგად ვვითარდებით, ყოველწლიურად გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რაც რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობაზე. შემოსავლები იზრდება, ჩვენ ყოველ წელს და ყოველ თვე უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის კურსი შეიცვალა, ჩვენთან ინფლაცია არის არაუმეტეს 2%-2.5%-ია. კი, გარკვეულ პროდუქტებზე ფასი გაიზარდა, გარკვეულ პროდუქტებზე ფასი დაეცა, მაგრამ ჩვენ რომ ვნახოთ სამომხმარებლო კალათა, პრაქტიკულად, 2%-მდე არის ინფლაცია. დიახ, რაღაც წამლებზე ფასი გაიზარდა, ამაზე ჩვენ სუბსიდირებას ვაკეთებთ, როგორც იცით. შეიძლება აქვს ხალხს განცდა, რომ, რა თქმა უნდა, უჭირთ და ამიტომ, ზოგს ჰგონია, რომ შეიძლება უარესად ცხოვრობს, მაგრამ რომ ვნახოთ ფაქტები, ეს ასე არ არის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG