Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

გიორგი გახარია
გიორგი გახარია

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წარსდგება. გიორგი გახარია სამინისტროს საქმიანობაზე ისაუბრებს და ასევე პასუხებს გასცემს დეპუტატების შეკითხვებს. წინასწარი ინფორმაციით, შეკითხვების ძირითადი ნაწილი შეეხება ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებასა და არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებს. შინაგან საქმეთა მინისტრს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხზეც დაუსვამენ შეკითხვებს. სხდომაზე დასწრებას აპირებს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

XS
SM
MD
LG