Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაზა სარალიძე: მინდა მოვუსმინო რა პასუხები აქვს გიორგი გახარიას

შს მინისტრის გამოსვლას პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დაესწრება.

როგორც ზაზა სარალიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მას აინტერესებს, პირადად ნახოს და მოისმინოს რა შეკითხვებს დაუსვამენმინისტრს დეპუტატები და რა პასუხს გასცემს ის, მისი შვილის მკველობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

„მაინტერესებს რა კითხვები დაისმება და რას უპასუხებს თვითონ გიორგი გახარია. რა პასუხი აქვს ჩემი შვილის საქმესთან დაკავშირებით შს სამინისტროს მომზადებული. ბოლოს და ბოლოს რას აპირებს. დავჯდები და მოვისმენ. დევნას და შეხვედარის მოთხოვნას არ ვაპირებ“,- უთხრა ზაზა სარალიძემ რადიო თავისუფლებას.

21 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იმ პროცედურის მიხედვით მიდის, როცა მინისტრი პარლამენტს მოსმენის ინიციატივით თავად მიმართავს. თუმცა თვეზე მეტია, საპარლამენტო უმცირესობა გიორგი გახარის მოსმენის საკითხს სვამს. უმცირესობის თავდაპირველი მოთხოვნა იყო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი უმცირესობის ფრაქციების სხდომაზე გამოცხადებულიყო. ასევე განიხილებოდა გახარიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფორმატში მოსმენაც.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ გიორგი გახარია პლენარულ სხდომაზე წარდგება.

XS
SM
MD
LG