იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმთან სტალინისტები და კომუნისტები საბჭოთა ბელადის 140 წლის იუბილეს მიტინგით აღნიშნავენ. როგორც რადიო თავისუფლებას კომუნისტური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ლურსმანაშვილმა განუცხადა, სტუმრებს მთელი საქართველოდან ელოდებიან.
მიტინგის შემდეგ ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ მოეწყობა მსვლელობა. გორის ცენტრში სტალინისტები კიდევ ერთხელ მოითხოვენ იოსებ სტალინის მონუმენტის დადგმას. სტალინის ძეგლი ქალაქის ცენტრში 1952 წლიდან იდგა და მისი დემონტაჟი 2010 წლის ივნისში მოხდა. ამის შემდეგ სტალინისტები და კომუნისტები ყოველწლიურად ითხოვენ გორის ცენტრში სტალინის 6 მეტრიანი მონუმენტის ხელახლა დადგმას.