Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინა ბოკუჩავა: გიორგი გახარიასგან მოვისმენთ ლიტონ სიტყვებს


თინა ბოკუჩავა
თინა ბოკუჩავა

„არ ველოდებით რეალურ პასუხებს იმ კითხვებზე რაც დაგროვდა საზოგადოებაში“,- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად ,თუ რა მოლოდინი აქვს შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომელიც დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოვა.

„ეს ადამიანი, წესით, დიდი ხნის გადამდგარი უნდა იყოს, რადგან ის არის პასუხისმგებელი ძალიან ბევრ უკანონო დავალებაზე. პირადად მას ვკითხავთ ამდენი ხნის მანძილზე რატომ არ გამოძიეს და არ დასაჯეს შესაბამისი პირები სარალიძის საქმეზე, მაჩალიკაშვილის საქმეზე, მუხთარლის გატაცებაზე, ახალქალაქში გაერთიანებული ოპოზიციის წევრების უმოწყალოდ ცემაზე, ონში მინისტრის მოადგილე საბანაძის მამის მიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის გამო ლამის გარდაიცვალა ადამიანი, ქალბატონი ია კერძაიას გარდაცვალებაზე“,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, მწვავე კითხვების არსებობის მიუხედავად ის, შს მინისტრისგან პასუხების მოსმენას არ ელის, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ამ დანაშაულების დამკვეთი ხშირად თავად გიორგი გახარიაა ბიძინა ივანიშვილის დავალებით.

XS
SM
MD
LG