Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა გიორგი გახარიას შერჩევით სამართალზე პასუხის გაცემას მოსთხოვს


"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერი, გიგი უგულავა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას მოუწოდებს განმარტოს, რატომ იყენებს ხელისუფლება შერჩევით სამართალს.

გიგი უგულავამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს წარუდგინა ფოტო და ვიდეომასალა და განაცხადა, რომ 16 დეკემბერს თელავში დეპუტატ თამარ ხულორდავას ავტომანქანა დააზიანა მამაკაცმა, რომელიც მისივე ინფორმაციით, 2 დეკემბრის თბილისში გამართულ აქციაზეც იმყოფებოდა. მას ორივე შემთხვევისას ხელში ბანერი ეჭირა. 2 დეკემბრის აქციაზე ბანერი წარწერით -„ამერიკა მტერია, რუსეთი მეგობარია“. ხოლო 26 დეკემბერს თელავში იგივე მამაკაცს ასევე ჰქონდა ბანერი წარწერით „სად ერეკლე, და სად მისი ხმალი“.გიგი უგულავას განმარტებბით, მამაკაცი, რომელმაც დეპუტატის მანქანა დააზიანა ამ დრომდე არ არის იდენტიფიცირებული და მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით.

XS
SM
MD
LG