Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი: ამერიკული კონტინგენტის გასვლა არ მოახდენს გავლენას უსაფრთხოებაზე


ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი ფიქრობს, რომ ავღანეთში მყოფი ამერიკული სამხედრო ძალის საგრძნობი შემცირება არ მოახდენს გავლენას ქვეყნის უსაფრთხოებაზე. თეთრი სახლის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს მნიშვნელოვნად, დაახლოებით 700-ი ჯარისკაცით შეამციროს ქვედანაყოფი, რომელიც ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარი ძალაა.

ამჟამად ავღანეთში ნატოს დროშების ქვეშ იმყოფება 8500 ამერიკელი ჯარისკაცი, რაც მთელი საერთაშორიოს სამხედრო მისიის ნახევარს შეადგენს. „თუ ისინი ავღანეთიდან გავლენ, ამას არ ექნება გავლენა უსაფრთოხებაზე, რადგან ბოლო ოთხწელიწადნახევრის განმავლობაში ავღანელები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას“, - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ჰარონ ჩახანსურიმ.

ავღანეთში ამერიკული ქვედანაყოფის მნიშვვნელოვანი შემცირების შესახებ ცნობის ფონია, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელიც სირიაში ამერიკული სამხედრო ძალის სრულ გასვლას ითვალისწინებს. ეს ნაბიჯი გააკრიტიკა რამდენიმე გავლენიანმა ამერიკელმა სენატორმა. ხოლო თავდაცვის მინისტრმა ჯიმ მატისმა განაცხადა, რომ დატოვებს თანამდებობას.

XS
SM
MD
LG