Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში გარდაცვლილი მასწავლებლის შვილს პროკურატურაში სამშაბათს გამოკითხავენ


ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორსა და ამავე სკოლის პერსონალზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებულ განცხადებაზე ბაჩანა შენგელია სამშაბათს გამოიკითხება. ინფორმაციას ამის თაობაზე მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. კერზაიას შვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მის მიმართ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს. მისი თქმით, დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში აუდიტის სამსახური შევიდა.

„შენგელიას, პროკურატურაში შემოტანილი განცხადების საფუძველზე გენერალური პროკურატურიდან დღეს დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ ზუგდიდიდან თბილისში ჩამოსვლას და პროკურატურაში გამოცხადებას სამშაბათამდე ვერ შეძლებს“,- ნათქვამია მათავარი პრუკურატურის განცხადებაში.

ბაჩანა შენგელიამ საქართველოს პროკურატურას გუშინ, 19 დეკემბერს მიმართა და მის განცხადებაში დასახელებული გარემოებების და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

XS
SM
MD
LG