Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ველისციხის ინციდენტში ნაციონალური მოძრაობის წევრის, შოთა დალაქიშვილის ცემაში ბრალდებულ პირებს გოჩა მაისურაძესა და მამუკა უსინაშვილს გურჯაანის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ადვოკატის ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.

გოჩა მაისურაძისა და მამუკა უსინაშვილის წინასასამართლო სხდომა 4 თებერვალს გაიმართება.

XS
SM
MD
LG