Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის გეტვიკის აეროპორტი შეზღუდულად ამუშავდა


ლონდონის გეტვიკის აეროპორტი აცხადებს, რომ თანდათან განახლებას იწყებს ფრენები, მას შემდეგ, რაც დრონების გამო მისი ასაფრენი ტრასა 24 საათზე მეტი ხნით დაიკეტა და ათი ათასობით მგზავრი აეროპორტში ჩარჩა სადღესასწაულო სეზონზე. აეროპორტი 21 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ "გეტვიკის ასაფრენი ტრასა ამუშავდა და იწყება თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობის მიღება და გაშვება". თუმცა, აეროპორტი დასძენს, რომ ფრენებს კვლავაც შეეხება დაგვიანება და გაუქმება და მგზავრებს მოუწოდებს აეროპორტში მისვლამდე შეამოწმონ თავიანთი რეისების სტატუსი. უფრო ადრე ბრიტანეთის პოლიცია აცხადებდა, რომ განიხილავდა იარაღის გამოყენებას საფრენი მოედნის თავზე შენიშნული დრონების წინააღმდეგ, მიუხედავად შეშფოთებისა, რომ დრონების იარაღით ჩამოდგება საფრთხეს შექმნიდა. გეტვიკის საფრენი ბილიკი 19 დეკემბრის საღამოს დაიკეტა, მას შემდეგ შენიშნეს 50-ზე მეტი საფრენი მოწყობილობა. პოლიციის თქმით, დრონები ინდუსტრიული დონის მოწყობილობებია და მათ განზრახ უშვებენ საიმისოდ, რომ საჰაერო მოძრაობა შეფერხდეს..

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG