Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ჩვენ აქ ვიმყოფებით მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

„ჩვენთვის არასოდეს არ ყოფილა პრობლემა პარლამენტში მოსვლა. ჩვენ არასოდეს არ შეგვშინებია მწვავე კითხვებისთვის და მწვავე დისკუსიებისთვის და რაც მთავარია, ჩვენ ყოველთვის გვესმოდა პარლამენტის მაკონტროლებელი ფუნქცია და პატივს ვცემდით და ვცემთ ინსტიტუტებს“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტრო პარლამენტს ჩააბარებს 2018 წლის ანგარიშს და მზად არის ასევე დებატებისთვის.

ზუსტად ერთი წლის წინ ჩვენ ავიღეთ გარკვეული ვალდებულებები 2018 წელზე და რა თქმა უნდა, ვთვლით ჩვენს თავს ვალდებულად გარკვეული ანგარიში ჩავაბაროთ პარლამენტს მაგრამ გპირდებით, რომ ეს იქნება სტრუქტურირებული ძალზედ მოკლე, კონკრეტულ შედეგებზე და კონკრეტულ გეგმაზე ორიენტირებული მოხსენება. ასე რომ ბატონებო და ქალბატონებო მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით შინაარსობრივი დისკუსიისთვის მწვავე დისკუსიისთვის და არა პოლიტიკური ცეკვებისთვის კამერების წინ და არც ფსევდოინტელექტუალური, ფუჭი, უმიზნო დებატებისთვის და იმედი მაქვს, რომ ამ რეჟიმში ჩვენ შევძლებთ დავამყაროთ დიალოგი იმისთვის, რომ გამოვავლინოთ რეალური გამოწვევები როგორც სამინისტროს, ისე ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

XS
SM
MD
LG