Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია - ხორავას ქუჩის საქმეზე კომისიამ ახალი გარემოებები ვერ დაადგინა


"როცა ამ პარლამენტში კომისია შეიქმნა, მას ჰქონდა მანდატი ემუშავა იმაზე, იყო თუ არა სახელმწიფო მოხელეების მიმართ გარკვეული გადაცდომები, რაც ობიექტურად რომ ვთქვათ კომისიამ ვერ დაადგინა. გარდა ამისა, სამწუხაროდ აბსოლუტურად გაუმართლებლად, კომისიამ დაიწყო კონკრეტული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების ძიება, რაც ასევე ვერ დაადგინა", განაცხადა გიორგი გახარიამ პარლამენტში კითხვებზე პასუხის გაცემისას.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიას საპარლამენტო დემოკრატია უნდა განევითარებინა თავისი მუშაობით, თუმცა სანაცვლოდ ამ კომისიის დისკრედიტაცია მოახდინა.

"დიახ, გამოძიების დროს გარკვეული მოქმედებები რომლებიც უნდა ჩატარებულიყო, ჩემი სუბიექტური აზრით, არ იყო ჩატარებული. თქვენ კომისიის მუშაობის ფარგლებში ვერ შეძელით დაგედასტურებინათ, რომ ეს საგამოძიებო მოქმედებები იყო განზრახ არჩატარებული და ამან იქონია საბოლოო შედეგზე. მე, როგორც შშს მინისტრი, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე რაც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ ვიცი ის მოქმედებები რაც არ ჩატარდა განზრახ იყო არჩატერბული თუ არა, მზად ვარ პირველი მივიდე და მივცე ჩვენება სამოხელეო დანაშაულის ნაწილში", დაამატა გახარიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG