Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: საარჩევნო კანონის დარღვევისთვის საქმეები ძირითადად მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე აღიძრა


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, 21 დეკემბერს, პარლამენტის სხდომაზე, განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კანონის დარღვევისთვის სულ 26 სს საქმე აღიძრა, „სამწუხაროდ“ უმრავლეს შემთხვევაში, მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე ამიმართ. მანვე თქვა, რომ ახალქალაქში მომხდარ მძიმე ინციდენტზე, როცა, ოპოზიციის წარმომადგენელზე მოხდა თავდასხმა, 5 ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლის დევნა. „კარგად გვესმის, რომ საარჩევნო დარღვევებსა და ახალქალაქის ინციდენტზე საერთაშორისო ორგანიზაციებში შეფასებები გაიგზავნება, თუმცა, სანამ ასეთი რეაგირება მოხდება, ყველა საქმის დასრულება შეიძლება. ჩვენც გავაგზავნით წერილებს, ვინ დაისჯება, ვინ დაისაჯა და ამ ორგანიზაციებს ობიექტურ ინფორმაციებს მივაწვდით“, თქვა გიორგი გახარიამ. მისივე თქმით, ტელევიზიით გასულ ვიდეოფაქტების გამო, სადაც საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა იკვეთება, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პროკურატურას მიმართა.

XS
SM
MD
LG