Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: სასაზღვრო პოლიცია მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვაზე ნატოს წვრთნებში


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლის დროს, 21 დეკემბერს განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში - 2019 წლიდან საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მონაწილეობას მიიღებს შავ ზღვაზე ნატოს ფორმატში გამართულ წვრთნებში.


„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ ჩვენ გადმოგვეცა ორი „აილენდის“ მარკის გემი და ეს ის საშუალებაა, რომელიც აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შევიდეს შავი ზღვის ფარგლებში
უსაფრთხოების ახალ ფორმატებში და გახსნას ნატოსთან თანამშრომლობის ახალი მიმართულება, რაც აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ქვეყნისთვის არ არსებობდა," -
განაცხადა შს მინისტრმა.


გიორგი გახარიას თქმით, ინტეგრირებულ საზღვრის მართვა არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების სერიოზული დახმარებით უპასუხებენ.

XS
SM
MD
LG