Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა გვენეტაძე - მათ, ვისაც ვალები გაუნულდათ, შეეძლებათ ლეგალურად დასაქმდნენ


კობა გვენეტაძე
კობა გვენეტაძე

ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, საშუალება ექნებათ, რომ ლეგალურად დასაქმდნენ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

"ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ, სასესხო რესურსებზე წვდომა მოიპოვონ. ეს ადამიანები, რომლებსაც უფრო და უფრო უჭირდათ სესხების გადახდა, გარკვეულწილად გამოთიშულები არიან ეკონომიკური ცხოვრებიდან, რადგანაც მათ აღარ აქვთ საშუალება, რომ ფორმალურ სექტორში დასაქმდნენ. ის ფაქტი, რომ მათ აღარ ექნებათ ეს დავალიანება, მათ დროთა განმავლობაში საშუალებას მისცემს, რომ დაუბრუნდნენ ფორმალურ სექტორს, ფორმალურ ეკონომიკას. მათ საშუალება ექნებათ, რომ ლეგალურად დასაქმდნენ, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ წვდომა მოიპოვონ სასესხო რესურსებზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს, ალბათ, ასეც უნდა იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შეძლებენ ისევ ეკონომიკაში დაბრუნებას. ის კრიტერიუმები რომლითაც განისაზღვრა ეს აქცია, ეს არის მაქსიმალურად მიზანმიმართული სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე,“ - დაამატა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით ვალების განულების აქცია სოციალურად შეჭირვებულებზეა გათვლილი.

XS
SM
MD
LG