ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმის გამოძიების მოთხოვნით, აქცია გაიმართა. პროტესტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ დაიწყო.
აქციას არ დასწრებიან პედაგოგები. როგორც ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ განაცხადა, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს შიშს, რომ იგივე „ზეწოლა“ არ განხორციელდეს მომავალში მათზეც.
ია კერზაიას შვილი პროკურატურისგან საქმის დროულ და სამართლიან გამოძიებას ითხოვს.მისი თქმით, ია კერზაია ბოლო დროს მასზე განხორციელებულ ზეწოლას შეეწირა.