Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი: ბენზინში ტყვიის შემცველობა ნორმებს შეესაბამება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ბენზინში ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოს ბენზინგასამართი სადგურები შეამოწმეს. სულ ქვეყნის მასშტაბით, გაუფრთხილებლად აიღეს 240 სინჯი. „აღებული სინჯების ლაბორატორიულ კვლევა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ უზრუნველყო. კვლევის შედეგად, დადგინდა რომ საავტომობილო ბენზინის ყველა საკვლევ ნიმუშში, ტყვიის შეცველობა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება“, - ნათქვამია გაემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG