Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა მთავრობაში


ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ გამოაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ასადულა ხალიდი, ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გახდება ასევე უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელი, ამრულა სალეჰი. ღანიმ ეს გამოაცხადა 23 დეკემბერს გავრცელებულ დოკუმენტში, რომელშიც ის საპარლამენტო საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მიმართავს თხოვნით, კანდიდატები ავღანეთის პარლამენტის ქვედა პალატას გაუგზავნოს დასამტკიცებლად. ღანის ეს განცხადებები წინ უსწრებს ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 2019 წლის აპრილში გაიმართება. ამასთან, განცხადების ფონია გავრცელებული ცნობები, რომ აშშ ავღანეთიდან ათასობით სამხედროს გასაყვანად ემზადება.

XS
SM
MD
LG