Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბიაში მესამე კვირაა გრძელდება პროტესტი პრეზიდენტის წინააღმდეგ

სერბიის დედაქალაქ ბელგრადში მესამე კვირაა გრძელდება გამოსვლები პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის წინააღმდეგ. 22 დეკემბერს დემონსტრანტები სასტვენებით უსტვენდნენ და ბანერებზე წარწერებით ვუჩიჩს ბრალს სდებდნენ დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვაში, პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლაში და მედიის კონტროლში. ზოგიერთი ცნობით, აქციაში 5000-მდე მოქალაქე მონაწილეობდა. გამოსვლებს ბიძგი მისცა გასულ თვეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორკო სტეფანოვიჩის ცემის ფაქტმა. ოფიციალურად, სერბიის პრეზიდენტი დიდწილად ცერემონიულ ფუნქციებს ასრულებს, მაგრამ ვუჩიჩის პროგრესული პარტია 2012 წლიდან დომინანტურ ძალას წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოში. წარსულში ნაციონალისტური ორიენტაციის ფიგურა, ვუჩიჩი, ახლა სერბიის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ხელმძღვანელობს.

XS
SM
MD
LG