Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ემანუელ მაკრონი აკრიტიკებს დონალდ ტრამპს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ დასანანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შესახებ. 23 დეკემბერს ჩადში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა თქვა, "მოკავშირეზე დაყრდნობა უნდა შეიძლებოდესო". ტრამპმა 22 დეკემბერს კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება და დასძინა, რომ სირიაში უკვე დაამარცხეს ტერორისტული ჯგუფი, "ისლამური სახელმწიფო". ტრამპის ამ გადაწყვეტილების გამო გადადგა თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი. ორი დღის შემდეგ იგივე მიზეზით პოსტი დატოვა აშშ-ის წარმომადგენელმა "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო კოალიციაში, ბრეტ მაკგურკმა. ბევრი სამხედრო ლიდერი ამბობს, რომ აშშ-ის ძალების გასვლა იქნება ღალატი სირიელ არაბთა და ქურთთა ალიანსის მიმართ, რომელსაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქლედი კოალიცია უმაგრებდა ზურგს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში. ანკარა იმუქრება, რომ შევა იმ ადგილებში, რომლებსაც ქურთთა ჯგუფები აკონტროლებენ, რადგან ამ ჯგუფებს მიიჩნევს თურქეთის ქურთი სეპარატისტების მოკავშირედ.

XS
SM
MD
LG