Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ზუგდიდის მერიის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დააკავა ორი პირი, მათ შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია. მასთან ერთად დაკავებულია მოქალაქე ხუტა ბ.

სუს-ის განცხადებით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბ-მ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.“ გამოძიება მიმდინარეობს დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა 2018 წლის ნოემბერში დააკავეს დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით.

XS
SM
MD
LG