Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები დაასახელა


იუსტიციის უმაღლესი საბჭო
იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით შეარჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. მათი კანდიდატურები დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

“დამოუკიდებლობის ხარისხი, რომელიც ახალმა კონსტიტუციამ მოგვანიჭა, პირველ რიგში გულისხმობს პასუხისმგებლობას. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ. უზენაეს სასამართლოში 11 წევრია დარჩენილი. იყვნენ მოსამართლეები, ვისაც ვადა გაუვიდათ, თუმცა შევსება დიდი ხანია, არ მომხდარა. საქართველოს ორგანული კანონი აწესებს კრიტერიუმებსა და პრინციპებს, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან მოსამართლეები საერთო სასამართლოების პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში. ეს არის კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმები“ - განაცხადა იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელმა გიორგი მიქაუტაძემ. მისივე თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრები კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ პოზიციაზე, რომ საბოლოო ჯამში სწორედ მათზეა ეს დიდი პასუხისმგებლობა. “ბევრად სწორი იქნება მოქმედებით და საქმით დავადასტუროთ ის, რისი გაკეთებაც გვსურს, ვიდრე ბრალდებული ვიყოთ პროცესის გაწელვასა და უზენაესი სასამართლოს და მართლმსაჯულების ინტერესების დაზიანებაში“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს და ანა დოლიძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG