Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიმორსკის ოლქში დაღუპულ მშენებლებს გლოვობენ


რუსეთის პრიმორსკის ოლქში გლოვობენ 9 მშენებელს, რომლებიც შაბათს დაღუპნენ სოლიკამსკის მაღაროში, შაბათს გაჩენილი ხანძრის შედეგად. ხანძარი სამშენებლო სამუშაოების დროს 300 მეტრის სიღრმეში გაჩნდა, სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფის გამო. ხანძრის დროს მიწის ქვეშ იმყოფებოდა 17 ადამიანი. მაშველებმა შეძლეს 7 კაცის გადარჩენა. მშენებლების დაღუპვის გამო, სამართალდამცველებმა დააკავეს კომპანია „მშენებლობა 30“-ის ოთხი თანამშრომელი. სოლიკამსკში უახლოეს დღეებში აღარ გაიმართება სადღესასწაულო ღონისძიებები.

XS
SM
MD
LG