Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გუნდის ნაწილის, მრჩევლების ვინაობა დაასახელა


სალომე ზურაბიშვილის გუნდის წევრთა ნაწილის წარდგენა.
სალომე ზურაბიშვილის გუნდის წევრთა ნაწილის წარდგენა.

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი გუნდის წევრების ნაწილი დღეს თავად წარუდგინა საზოგადოებას. ესენი არიან: ლაშა ჟვანია-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქეთევან მახარაშვილი-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. იგი ეთნიკურ უცირესობებთან და გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს, დროებით შეითავსებს პრეს-სპიკერის ფუნქციებსაც. დიმიტრი გაბუნია - საპარლამენტო მდივანი; სიმონ პეტრიცი - მრჩეველი შშმ პირების საკითხებში;ნათია სულავა - მრჩეველი დიასპორის და მოქალაქეობის საკითხებში; აკია ბარბაქაძე - მრჩეველი სამხედრო საკითხებში; ირინა შენგელია - მრჩეველი საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში და კოტე ნაცვლიშვილი - მრჩეველი კულტურის, განათლების და მეცნიერების საკითხებში.

სალომე ზურაბიშვილმა დღესვე წარადგინა ემიგრაციაში დაბადებული ქართველი, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პიერ ალექსანდრ კრევუ, რომელიც, მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტაჟირების შემდეგ გახდება გუნდის წევრი.

XS
SM
MD
LG