ციხიდან გაუშვეს ირანელი აქტივისტი, რეზა ხანდანი, ადამიანის უფლების დამცველთა ადვოკატის, ნასრინ სოთუდეს ქმარი. ხანდანის ადვოკატმა, მოჰამად მოღიმიმ 23 დეკემბერს გაავრცელა ფეისბუკით ცნობა და იტყობინება, რომ ხანდანის განთავისუფლების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს სოთუდემ და აქტივისტმა, ფარჰად მეისამიმ. მათი შიმშილობის აქცია ნაწილობრივ რეზა ხანდანის განთავისუფლების მოთხოვნით იყო მოტივირებული. მოღიმის თანახმად, ხანდანი 23 დეკემბერს გაუშვეს საპატიმროდან, და სხვა დეტალი ვითარება ან პირობების თაობაზე არ დაუზუსტებია. ხანდანი 4 სექტემბერს დააკავეს ბრალდებით, რომ ფეისბუკით ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაავრცელა ინფორმაცია.
ყველაზე პოპულარული
1