რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დოკუმენტების თანახმად, რომლებიც გამოცემა ნოვაია გაზეტას ჩაუვარდა ხელში, 2017 წელს ორი ჩეჩენ კაცი იქნა მოკლული ჩეჩნეთში, „გეების ციხეში“. ამ ინფორმაციით ისინი ახლო მანძილიდან თავში ნასროლმა ტყვიამ შეიწირა. 24 დეკემბერს, გაზეთმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, შოთო-შამილ აკაევი და აიუბ იბრაგიმოვი დახოცეს 30 მარტს, ცოტა ხანში მას მერე, რაც ისინი 6 დეკემბერს დაიკარგნენ. ჩეჩნეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, ორი კაცი მოკლეს, როცა ისინი გაქცევას ცდილობდნენ. ნოვაია გაზეტას მოჰყვავს ინფორმაცია მაქსიმ ლაპუნოვის საჩივრის გამოსაგამოძიებო მასალებიდან. მაქსიმ ლაპუნოვი 2017 წელს ჩეჩნეთში გაიტაცეს და დაკავებული ჰყავდათ, რადგან ის ჰომოსექსუალი იყო. ლაპუნოვს სცემეს და მისგან მოითხოვდნენ ინფორმაციას გეების შესახებ, ვისთანაც მას ჰქონდა კავშირი. ლაპუნოვის ჩვენებით, ათეულობით სხვა პირი იყო „გეების ციხეში, როცა ის ჰყავდათ იქ დაკავებული. მან თქვა, რომ საპატიმროში იხილა ორივე, აკაევიცა და იბრაგიმოვიც.
ყველაზე პოპულარული
1