Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში იზრდება ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ინდონეზიის ხელისუფალთა ინფორმაციით, 429-ს მიაღწია ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. მანამდე დადასტურებული იყო 373 ადამიანის სიკვდილი. ოფიციალური მონაცემებით, დაკარგულად ითვლება 150-ზე მეტი ადამიანი. ცუნამის შედეგად დაშავდა სულ მცირე 1500 ადამიანი, თითქმის 18 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა. სტიქიური უბედურება 22 დეკემბერს, ღამით დაატყდა თავს კუნძულებს იავას და სუმატრას. ინდონეზიის მეტეოროლოგიის და გეოფიზიკის სააგენტოს ცნობით, ცუნამი სავარაუდოდ, გამოიწვია ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილმა წყალქვეშა მეწყერმა.

XS
SM
MD
LG