Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდების მკვლელობის გამო ოპოზიციის მიერ მომზადებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მიიღო


სერგი კაპანაძე
სერგი კაპანაძე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა დადგენილების პროექტს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ. დოკუმენტი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე წარმოადგინა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ. მისი განცხადებით, შსს-ს და მთავარ პროკურატურას დღემდე არ შეუსრულებიათ კომისიის მიერ სექტემბერში შემუშავებული რეკომენდაციები, ამიტომ სურთ ამ მიზანს დადგენილების მიღებით მიაღწიონ. „ევროპული საქართველოს“ მთავარი რეკომენდაციებია მოწმის სტატუსის მქონე მ.კ-ს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება და საგამოძიებო მოქმედებების დაწყება შსს-ს და პროკურატურის იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც საქმე გააყალბეს.

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი პროცედურულად არასწორად იყო წარმოდგენილი და ამასთან, ცალკეული საკითხები ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს, რადგან „მართლმსაჯულების სათქმელია კონკრეტული პირის ბრალეულობის თაობაზე საბოლოო სიტყვა.“ ეკა ბესელიას განცხადებითვე, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად პარლამენტს უკვე დამტკიცებული აქვს უმრავლესობის მიერ ინიცირებული დადგენილება, მასში ასახული რეკომენდაციების შესრულება სავალდებულოა და ამ პროცესზე მონიტორინგი გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს, დროებითი კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე საკითხის დასმას აპირებს პარლამენტის სხდომაზეც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG