რომის პაპმა ფრანცისკემ დაგმო „დიდი უფსკრული“ მდიდრებსა და ღარიბებს შორის და მოუწოდა განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, ესწრაფონ ნაკლებ მატერიალისტურ და უბრალო ცხოვრებას. ქრისტეს დაბადება მოასწავებს ახლებურ ყაიდაზე ცხოვრებას, „არა განცხრომას და მოხვეჭას, არამედ გაღებას და გაზიარებას“, - განაცხადა ვატიკანში 24 დეკემბერს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ჩატარებულ ტრადიციულ საშობაო წირვაზე, 82 წლის პონტიფიკმა. „დაე, ვკითხოთ საკუთარ თავს: მჭირდება კი არსებობისათვის ყველა ეს მატერიალური დოვლათი და რთული რეცეპტები? შემიძლია კი ვიარსებო მთელი ამ უსარგებლო ზედმეტობის გარეშე და ვიცხოვრო უფრო მოკრძალებულად“? - დასძინა რომის პაპმა. 25 დეკემბერს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ფრანცისკე წარმოთქვამს თავის ტრადიციულ საშობაო მიმართვას "Urbi et Orbi“, ქალაქსა და მსოფლიოს.
ყველაზე პოპულარული
1