Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქობულია: ლარის ვარდნას ფიზიკისა და ეკონომიკის კანონები ეწინააღმდეგება


ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოში ლარი სტაბილურია და არ არსებობს კურსის ვარდნის რეალისტური საფუძველი. როგორც გიორგი ქობულიამ აღნიშნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, „ლარის კურსი, როგორც მინიმუმ, იქნება სტაბილური“ და „ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები“.

მინისტრის თქმით, საქართველოში არ არსებობს ლარის კურსის ვარდნის რეალისტური საფუძველი და ამას დოლარის მოცულობის მაჩვენებლებიც ადასტურებს. გიორგი ქობულია თვლის, რომ ლარის კურსს შიში და პანიკა აზარალებს.

„ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა იყოს ნაკლები ეკონომიკაში... ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც - ან იმპორტში უნდა გავიდეს... მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018 წლებს შორის. ნაკლები კი არა, 65 მილიონი დოლარით მეტი დოლარი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი? ლარი შეიძლება გაიაფდეს მხოლოდ იმისგან ამ სიტუაციაში, თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები... თორემ ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს?! ამას ფიზიკის კანონები ეწინააღმდეგება და ეკონომიკის“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG