Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიპის ვირუსით დაავადებული 30 წლის ქალის სიკვდილი დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია


38 კვირის ორსული ქალი, რომელიც გრიპის ვირუსით (H1N1) ქუთაისში გარდაიცვალა, კლინიკაში დაგვიანებით, მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს. ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს ცენტრის ანესთეზია-რეანიმაციის სამსახურის უფროსის, მამუკა ნემსიწვერიძის თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხველა და მაღალი სიცხე. 30 წლის ქალის გარდაცვალება გამოიწვია მძიმე ფორმის ვირუსულმა პნევმონიამ, სეფსისმა, სეპტიურმა შოკმა და სასუნთქი ორგანოების უკმარისობამ. ღორის გრიპით დაავადებულმა 38 კვირის ფეხმძიმე ქალმა ინტერვენციული მედიცინის დასავლეთ საქართველოს ცენტრს 14 დეკემბერს მიმართა. მას სამედიცინო დაწესებულებაში შესვლიდან 24 საათში ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ექიმებმა ბავშვი გადარჩენა მოახერხეს. H1N1 ვირუსით საქართველოში უკვე ორი ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე 53 წლის ქალი გარდაიცვალა ბათუმში.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG