გვატემალის მთავრობამ აშშ-ის ხელისუფლებას მოთხოვა დეტალურად გამოიძიოს 8 წლის გვატემალელი ბიჭის სიკვდილის გარემოებები. ბავშვი და მისი მამა ამერიკელმა მესაზღვრეებმა დაახლოებით ორი კვირის წინ დააკავეს მექსიკიდან საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის და არალეგალური მიგრანტების ცენტრში მოათავსეს. 24 დეკემბერს ბიჭი ცენტრიდან გადაიყვანეს ნიუ-მექსიკოს შტატის საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა გაციების დიაგნოზი დაუსვეს და შესაბამისი მედიკამენტები გამოუწერეს. მიგრანტების ცენტრში დაბრუნებული ბავშვის მდგომარეობა იმავე საღამის გაუარესდა და კვლავ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 25 დეკემბერს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. 7 დეკემბერს, აშშ-ის ქალაქ ელ-პასოს კლინიკაში გაუწყლოების შედეგად გარდაიცვალა 7 წლის გვატემალელი მიგრანტი გოგონაც.
ყველაზე პოპულარული
1