Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწურება უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადა


დღეს შუადღისათვის იწურება უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული საომარი მდგომარეობის ვადა, რაც ნოემბრის ბოლოს ქერჩის სრუტეში რუსეთის მხრიდან სამი უკრაინული გემისა და მათი ეკიპაჟების დაპატიმრებას მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბრძანებით, საომარი მდგომარეობის ვადა ევროპის დროით 13:00 საათზე იწურება. მოელიან, რომ ამ საკითხზე გაიმართება უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ 26 ნოემბერს შემოღებული საომარი მდგომარეობის რეჟიმი ვრცელდება უკრაინის იმ ოლქებში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრება, ასევ მოლდავეთის მოსაზღვრე დნესტრისპირეთის მონაკვეთზე, შავი და აზოვის ზღვის სანაპიროებზე. ჩამონათვალში შედის სულ ათი, მათ შორის ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონის, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები.

XS
SM
MD
LG