Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო: შერჩეულია ღირსეული კანდიდატები


იუსტიციის უმაღლესი საბჭო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გამოწვეულ პროტესტს და განაცხადა, რომ საბჭომ შეარჩია ღირსეული კანდიდატები კეთილსინდისიერების, კომპეტენტურობის და სამოსამართლეო გამოცდილების გათვალისწინებით.

იუსტიციის საბჭო განმარტავს, რომ დღეს უზენაეს სასამართლოში ათი მოსამართლეა, მაშინ როდესაც მათი რიცხვი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად სულ ცოტა, 28 უნდა იყოს. სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ამ ეტაპზე ერთადერთი მოსამართლე ჰყავს, რომელსაც 300-ზე მეტი საქმე აქვს განსახილველი.

„მძიმე ვითარებაა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, სადაც თითო მოსამართლის დატვირთვა 300 საქმეს აჭარბებს. შესაბამისად, ცხადია, რომ ვითარება არის კრიზისული. ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ უზენაეს სასამართლოს გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა. ეს იყო წინაპირობა იმის რომ მიგვეღო გადაწყვტილება იმ მოსამართლეების საჭირო რაოდენობის წარდგენაზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის რომ უზენაეს სასამართლოში არ შეფერხდეს მართლმსაჯულების განხორციელება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ არასწორია შეხედულება, თითქოს ისინი ემხრობიან საკითხის ფორსირებულ რეჟიმში - მიმდინარე წლის ბოლომდე განხილვას: „ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს სრულყოფილი და საფუძვლიანი შესწავლის შემდგომ, რაც ცხადია საჭიროებს გონივრულ ვადებს და შესაბამის პროცედურებს“, - წერენ საბჭოს მოსამართლე წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG