Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ჟურნალისტს ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა "გამოძალვისთვის"


რუსეთში სასამართლომ ექვსი წლით მიუსაჯა პატიმრობა ბლოგის რედაქტორს, ალექსანდრ ვალოვს, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ სცნო გამოძალვაში - რასაც თავად ჟურნალისტი უარყოფს. ვალოვმა დააარსა და თანარედაქტორის იყო ამჟამად გაუქმებული საიტისა BlogSochi. ის სოჭის სასამართლომ გაასამართლა და პატიმრობასთან ერთად მიუსაჯა 10 000-მდე აშშ-ის დოლარის ეკვივალენტური თანხის გადახდა ჯარიმის სახით. ვალოვი იანვარში დააკავეს და ბრალად წაუყენეს 4 300 აშშ-ის დოლარის ეკვივალენტური თანხის გამოძალვის მცდელობა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის წევრის, იური ნაპსოსგან. რუსეთის მედიაში ვრცელდება ვალოვის ადვოკატის, ალექსანდრ პოპკოვის სიტყვები - რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სასტიკია და "ის კიდევ ერთხელ მოწმობს სასამართლოს მიკერძოებულობას".

XS
SM
MD
LG