Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ გირაო შეუფარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს


ლევან შონია
ლევან შონია

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორს, ლევან შონიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 5 000 ლარის გირაო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუს) ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე. სუს-ის ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული პიროვნების - გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა.“

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ლევან შონიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მისმა ადვოკატმა იზა კალატოზიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლევან შონია ბრალს არ აღიარებს, რადგან საუბარია ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ თანხაზე, რომელიც კიბოთი დაავადებულს გადაერიცხა.

"თანხის მიზნობრიობაც ნათლად ჩანს საქმის მასალებიდან. ეს იყო ბიზნესმენის კეთილი ნება, მან თავისი სურვილისამებ გადაურიცხა ეს თანხა. დეკლარირების ვადა ჯერ არ ამოწურულა, აუცილებლად მოხდება ამის დეკლალირება. თავიდანვე ვთანამშრომლობდით გამოძიებასთან, მომავალშიც ვითანამშრომლებთ და ნამდვილად დავადგენთ ჩვენ სიმართლეს" - განაცხადა კალატოზიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლევან შონია გუბერნატორის თანამდებობიდან 2018 წლის ივლისში გაათავისუფლა.

XS
SM
MD
LG