Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: რაღაცების მოყოლას დავიწყებ


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

ახლა შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მეორე ეტაპს ნაადრევად დავიწყებ და რაღაცების მოყოლას დავიწყებ ახლა. როგორც ჩანს, ეს ცოტა ადრე იგეგმებოდა. რატომ იგეგმებოდა ეს ადრე, იქამდეც მივალთ და ვიღაც არ აღმოჩნდეს ამაზე უხერხულ მდგომარეობაში,“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის პასუხად. სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ დაუკავშირდა ეკა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხს მაშინ, როდესაც ჟურნალისტები მისი გადადგომის შესახებ შეკითხვებს 2-3 თვის წინ სვამდნენ.

„ყველას ვურჩევ, ვინც დაკავებულია იმ პოზიციით, რომ ვერ გაუგია სად არის და რატომ არის, ვურჩევ ცოტა გაიაზროს პასუხისმგებლობა და ისე ილაპარაკოს. რადგან იმ ზონაში შევა, სადაც თვითონ დაიკარგება და ვეღარ გამოაგნებს გზას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომაზე.

XS
SM
MD
LG