Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა მოსამართლედ


ლევან მურისიძე
ლევან მურისიძე

ლევან მურუსიძე, რომლის კანდიდატურა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, უვადოდ დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მიიღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ – 11-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

მანამდე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეს რამდენიმე საათით უსმენდნენ. სხდომის დაწყებამდე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ორი წელია მის წინააღმდეგ მიზანმიმართული ცილისწამება მიმდინარეობს და დღეს ყველა კითხვას გასცა პასუხი.


ლევან მურისიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლის ძალითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ.

იგი ასევე იყო სულხან მოლაშვილისა და სხვა გახმაურებული საქმეების მოსამართლეც.

თავად მოსამართლე მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG