Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომისტები მომავალ წელს რუსეთს ეკონომიკურ დაღმასვლას უწინასწარმეტყველებენ


დასავლეთის სანქციების გავლენით 2019 წელს რუსეთს ელოდება ეკონომიკური დაღმასვლა, რუბლის მეტი დევალვაცია და გადასახადების ზრდა, - ასეთ სურათს უწინასწარმეტყველებს რუსეთს ეკონომიკისა და ფინანსების 17 წამყვანი ანალიტიკოსი, რომელთა შორის გამოკითხვა „როიტერსმა“ ჩატარა. ეკონომიკის დაღმასვლის ფონზე 2019 წელს 0,3%-ით შემცირდება რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა, რომლის ზრდა 2018 წელს 1,7%-ს შეადგენს.

„მომდევნო წელი რთული იქნება“, განუცხადა „როიტერსს“ოლეგ კუზმინმა, რუსულ ბანკ „რენესანს კაპიტალის“ უფროსმა ეკონომისტმა. რუსეთი 2014 წლიდანი მყოფება აშშ-ის, ევროკავშირის და დასავლეთის რიგი სახელმწიფოების მხრიდან სანქციების ქვეშ, უკრაინის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისათვის. ნოემბრის ბოლოს ქერჩის სრუტეში უკრაინული გემებისა და ეკიპაჟების დაპატიმრების გამო დასავლეთში მოსკოვის წინააღმდეგ დამატებით სანქციებზე ალაპარაკდნენ.

XS
SM
MD
LG