Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმია აცხადებს, რომ მოკლულია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი


ავღანეთის არმიის მიერ 27 დეკემბერს გავრცელებული ცნობით, უპილოტო თვითმფრინავის იერიშის შედეგად განდგურებულია ავღანეთში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელი. აზიზ აზიმი მოკლეს 26 დეკემბერს ნანგარჰარის პროვინციაში დაჯგუფების ერთ-ერთ სამალავზე მიტანილი იერიშის შედეგად. ავღანეთის არმიის ცნობაში ნათქვამია, რომ ექსტრემისტების რუპურის ადგილსამყოფელი დაზვერვამ მიაწოდა უპილოტო ავიაციის მართვის პუნქტს. ამ თავდასხმის შესახებ ინფორმაციები ჯერ არ გაუვრცელებია თავად დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ და არც ავღანეთში მოქმედი ამერიკული სამხედრო ძალების სარდლობას.

XS
SM
MD
LG