Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა აფხაზური განათლების სისტემა აღიარა


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებულ, რატიფიცირებულ შეთანხმებას ერთმანეთის განათლების სისტემების აღიარების შესახებ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა და რუსეთი აღიარებენ მათ ტერიტორიებზე მიღებულ საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას და კვალიფიკაციას და მიმღებ პირებს უფლებას აძლევენ სწავლა, ან პროფესიული საქმიანობა გააგრძელონ რუსეთში, ან აფხაზეთში. ამ ე.წ. შეთანხმებას რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობებმა ხელი მოაწერეს 2017 წლის დეკემბერში. 2018 წლის დეკემბერში შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირეს რუსეთის დუმამ და ფედერაციის საბჭომ.

XS
SM
MD
LG