Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დააწესა ემბარგო უკრაინიდან და უკრაინის გავლით სხვადასხვა ნაწარმისა და ნედლეულის იმპორტზე


რუსეთმა აკრძალა უკრაინიდან და უკრაინის გავლით სამრეწველო და სოფლის მეურნეობის ნაწარმის, ისევე როგორც ნედლეულისა და საკვების იმპორტი. ემბარგოს შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დმიტრი მედვედევმა.

მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებით, მოსკოვი ემბარგოს გააუქმებს, თუ თავის მხრივ, კიევი გააუქმებს რუსეთიდან გარკვეული საქონლის იმპორტზე დაწესებულ აკრძალვას.

მიმდინარე კვირაში რუსეთის მთავრობამ გაზარდა უკრაინელებისა და უკრაინის ორგანიზაციების სია, რომელთაც რუსეთის სანქციები ეხება. დმიტრი მედევედევის განმარტებით, ეს ხდება რუსეთის სახელმწიფოს, კომპანიებისა და მოქალაქეების ინტერესთა დასაცავად. ამჟამად სანქცირებულთა სიაშია 567 ფიზიკური და 75 იურიდიული პირი.

საპასუხოდ კიევმა გამოაცხადა, რომ ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG