Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: თურქეთი და რუსეთი კოორდინირებულად იმოქმედებენ სირიაში


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულად იმოქმედებენ სირიაში ამ ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ.

ლავროვმა 29 დეკემბერს მოსკოვში თურქ ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს „ახალ გარემოებებს“, რომლებიც წარმოშვა შეერთებული შტატების განცხადებამ თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. ამის შესახებ იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“.

ხოლო თურქეთის სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთისა და თურქეთის საერთო მიზნად დაასახელა სირიის გაწმენდა ყველა ტერორისტული ორგანიზაციისაგან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 დეკემბერს გამოაცხადა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის გეგმის შესახებ.

XS
SM
MD
LG