Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ხედავს „დიდ პროგრესს“ ჩინეთთან ვაჭრობაზე მოლაპარაკების პროცესში


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხედავს „დიდ პროგრესს“ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ტელეფონით საუბრის შემდეგ. საუბრის თემად სახელდება ვაჭრობის სფეროში დაძაბულობის განმუხტვის მცდელობა.

„ეს-ესაა მქონდა ხანგრძლივი და ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტ სისთან. შეთანხმება ძალიან კარგად მიიწევს წინ“, წერს ტრამპი ტვიტერში და ახსენებს „დიდ პროგრესს“. ჩინეთის სახელმწიფო მედიაც იუწყება, რომ სი ძინპინმა და ტრამპმა 29 დეკემბერს ისაუბრეს. მედიაში ვრცელდება სის განცხადება, რომ ორივე ქვეყნის გუნდები მუშაობენ, რათა ხორცი შეესხას ტრამპთან მიღწეულ კონსენსუსს.

წელს ვაშინგტონმა და პეკინმა ერთმანეთს ტარიფები დაუწესეს 300 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონელზე. 1 დეკემბერს მხარეები შეთანხმდნე, რომ თავს შეიკავებენ ახალი ტარიფების დაწესებისაგან, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG