Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება


სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია რა ვითარებაში დაიჭრა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წუხელ, გვიან ღამით მიიყვანეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

მძიმედ დაჭრილ ახალგაზრდას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, თუმცა ჯერ დაუდგენელია მომხდარის მიზეზი - ეს იყო სუიციდის მცდელობა თუ გაუფრთხილებლობა.

განცხადებაში წერია, რომ 1998 წელს დაბადებული ხაჩატურ მანკასარიანი პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს მე-17 განყოფილებაში 23 ოქტომბრიდან მსახურობს.

29 დეკემბერს საღამოს, მან სათვალთვალო კოშკურაზე მორიგეობის დროს, ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. „ამჟამად ხაჩატურ მანკასარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ ეცნობა მანკასარიანის ოჯახს. ასევე ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომლის შედეგადაც უნდა დადგინდეს სუიციდის მცდელობაა მომხდარი, თუ მანკასარიანმა თვითდაზიანება გაუფრთხილებლობით მიიყენა“, - ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG