Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის რამდენიმე გაზეთზე კიბერთავდასხმა მოეწყო


აშშ-ის რამდენიმე წამყვან გაზეთზე, მათ შორის „ჩიკაგო ტრიბუნზე“, სავარაუდოდ, უცხოეთიდან მოეწყო კიბერთავდასხმა, რასაც მათი მუშაობის შეფერხება მოჰყვა. „ჩიკაგო ტრიბუნის“ გარდა, „ლოს-ანჯელეს ტაიმსი“ და „ბალტიმორ სანი“ იუწყებიან ბეჭდვისა და დისტრიბუციის სისტემების მოშლის შესახებ. შედეგად დაყოვნდა მათი 29 დეკემბრის გამოცემების მომზადება.

„ტრიბუნ პაბლიშინგ კომპანი“, რომელსაც სამივე გაზეთი ეკუთვნის, აცხადებს, რომ 28 დეკემბერს პირველად შეამჩნია კიბერთავდასხმის ნიშნები.

ჰაკერულმა თავდასხმამ დააზარალა „უოლ სტრიტ ჯორნალისა“ და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს გამოცემებიც.

„ტრიბუნ პაბლიშინგ კომპანის“ პრესმდივნის, მარისა კოლიასის განცხადებით, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გაჟონა ინფორმაციამ კლიენტების პირადი და საკრედიტო ბარათების მონაცემების შესახებ.

XS
SM
MD
LG