Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გული სწყდება, რომ წელს ვერ შეძლო სეულში ჩასვლა


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ წელს ვერ შეძლო სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში დაგეგმილი ვიზიტის განხორციელება.

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც მან სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩე ინს გაუგზავნა და რომელშიც მას მომავალ წელს მოლაპარაკების გაგრძელებას სთავაზობს.

წერილის შინაარსზე ინფორმაცია 30 დეკემბერს გაავრცელა მუნ ჩე ინის ადმინისტრაციამ.

კიმი და მუნი წელს სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფხენიანის დიპლომატიური გააქტიურების ფონზე.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ივნისში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრაპსაც. მაგრამ ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკება, რომელიც ამ ისტორიულ შეხვედრას მოჰყვა, მალე ჩიხში შევიდა, რადგან ჩრდილოეთმა კორეამ მოითხოვა დენუკლეარიზაციამდე ჯერ აშშ-ის სანქციების მოხსნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG