Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილი მერიის ჩინოვნიკების დასჯას ითხოვს


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მოითხოვს თანამდებობიდან გაათავისუფლონ თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი, ასევე დადგეს კრწანისისა და ჩუღურეთის გამგებლების პასუხისმგებლობის საკითხი. 30 დეკემბერს, ე.წ. ვარკეთილის ხიდებთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, საკრებულოს წევრმა თბილისის მერია დაადანაშაულა იმაში, რომ მან ვარკეთილის ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი მოაგებინა გამოუცდელ კომპანიას, ხოლო გამგეობებმა, ამავე კომპანიას დაავალეს ახალი სამუშაოების ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ მან დააგვიანა ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება. ხიდის რეაბილიტაცია, ხაბეიშვილის განცხადებით, 20 ნოემბერს უნდა დასრულებულიყო:

„25 დეკემბერს კალაძემ საკრებულოში თქვა, ეს კომპანიის ბრალიაო. კომპანია „პასაჟ საქართველოსთან“ ხელშეკრულება გაფორმდა 2018 წლის 30 აპრილს. მაშინ ეს კომპანია მხოლოდ რამდენიმე თვის დაფუძნებული იყო და არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა. ეს არის 20 კვადრატული მეტრის ავტოფარეხში დარეგისტრირებული კომპანია, რომელმაც მილიონ-ნახევრის გარდა, 1 200 000 ლარის ღირებულის სამუშაოები მიიღო“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG