Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა „გააუქმა“ 2016 წლის რეცესია


მოსკოვი, რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის შენობა
მოსკოვი, რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის შენობა

რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა, „რუსსტატმა“, გამოაქვეყნა რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის ხელახლა შეფასების შედეგები, რომელთა მიხედვითაც 2016 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი წინა წელთან შედარებით 0,2%-ით კი არ შემცირებულა - როგორც აქამდე ითვლებოდა - არამედ 0,3%-ით გაიზარდა.

ახალი სტატისტიკური მონაცემებით, 2014 წლიდან, როცა ნავთობი მკვეთრად გაიაფდა და რუსეთს სანქციები დაუწესეს, რუსეთის ეკონომიკა დაღმასვლას განიცდიდა არა ორი, არამედ სულ ერთი წლის განმავლობაში. ახალმა მონაცემებმა სააგენტო ერ-ბე-კა-ს (РБК) ყურადღება მიიქცია.

დეკემბერში გადააყენეს „რუსსტატის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ სურინოვი და მის ადგილას დაინიშნა პაველ მალკოვი, მანამდე ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მართვის დეპარტამენტის დირექტორი. მის დანიშნავზე გამოხმაურებისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა ანტონ სილუანოვმა განმარტა, რომ სტატისტიკის უწყება საჭიროებს „მუშაობის პრინციპებისა და მეთოდების განახლებას“.

XS
SM
MD
LG