Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი „აბსურდულს“ უწოდებს ბრალდებას ბიბისის ჟურნალისტთა მონაცემების გავრცელების შესახებ


მოსკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
მოსკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბი-ბი-სი-ს (BBC) მოსკოვის ბიუროს ჟურნალისტთა პირადი მონაცემების გამოქვეყნება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჰაკერულ თავდასხმას, რომელიც დეკემბერში განხორციელდა ლონდონში რუსეთის საელჩოს ინტერნეტ-რესურსებზე.

სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულია პასუხები შეკითხვებზე, რომლებითაც მას ბი-ბი-სი-მ მიმართა. პასუხად შეკითხვაზე, რუსეთის მთავრობის ხელი ურევია თუ არა სიის გამოქვეყნებაში, „აბსურდულს“ უწოდებენ ასეთ ვარაუდს.

სამინისტრო არ განმარტავს, რატომ ან როგორ აღმოჩნდა ლონდონში რუსეთის საელჩოს ინტერნეტ-რესურსებში ინფორმაცია ბი-ბი-სი-ს თანამშრომლების - მოსკოვში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების - პირად მონაცემებზე.

25 დეკემბერს საიტებმა pikabu.ru, segodnya.ru, აგრეთვე სოციალურმა ქსელმა „ვკონტაქტე“ გამოაქვეყნეს ბიბისის 44 თანამშრომლის სია, მათი გვარ-სახელებისა და ფოტოების ჩათვლით. გამოცემა „პროექტი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სია სრულ თანხვედრაშია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აკრედიტებული, ბი-ბი-სი-ში დასაქმებული ჟურნალისტების სიასთან.

ბი-ბი-სი-ს რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი აქვს ოფიციალური საჩივარი ჟურნალისტთა პირადი მონაცემების გამოქვეყნების გამო.

XS
SM
MD
LG